ირაკლი კობახიძე: კონკრეტული მედიასაშულების ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა

“როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა შექმნილი, გასათავისუფლებელია 19 მძევალი და ამ დროს “გლავნი” და “პერვი” “კანალის” ჟურნალისტი მიდის პრემიერ გახარიასთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი”.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, როდესაც მძევლად აყვანილ ირაკლი კვაცარხელიას, როდესაც პირდაპირ მიუთითა ტერორისტმა, რომ დაერეკა მას არ უნდა განეხორციელებინა ზარი? – ირაკლი კობახიძემ უპასუხა: მთავარი პრობლემა არის ის, რომ მძევლები არიან გასათავისუფლებლები და დამატებითი მნიშვნელოვანია პრობლემებია ის, თუ როგორ იქცევიან კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედია საშუალებები. ათზე მეტი განცხადება იყო პოლიტიკოსების მხრიდან, ეს იყო პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, რაც არის გამაოგნებელი ასეთ ვითარებაში. რაც შეეხება მედიასაშუალებებს, იყო უპასუხისმგებლო ქმედებები და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა, ამას გეუბნებით როგორც იურისტი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად