ირაკლი კობახიძე: კოალიციური მმართველობის საკითხი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ვერ იქნება მიბმული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციური მმართველობის დამკვიდრება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არანაირი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშნის საკითხის გადაწყვეტა. ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა. რომც ავიღოთ “ლელოსავით” 3%, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარალამენტო არჩევნები, 93% რომ ავიღოთ მაინც არ დაინიშნება არჩევნები. ჩვენ ვთქვით, რომ თუ დავინახავთ, რომ ვითარება მომწიფებულია იმისთვის, რომ კოალიციური ჯანსაღი მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწწყვეტილებას, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ეს ვერ იქნება მიბმული.

ნებისმიერ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დემოკრატიაა, ერთმანეთისგან მიჯნავენ ტრადიციულ და არატრადიციულ პარტიებს, რომლებთანაც ტრადიციული პარტიები კოალიციის შექმნას გამორიცხავენ. ამის მიზეზია პრინციპული და ღირებულებითი შეუთავსებლობა. ჩვენს შემთხვევაშიც იგივე პრობლემაა – ჩვენ და ჩვენს მხარდამჭერებს გვაქვს ღირებულებითი და პრინციპული შეუთავსებლობა კონკრეტულ პარტიებთან. როგორც კი დავინახავთ, რომ ეს პრობლემა აღარ არსებობს, ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი კოალიციური მმართველობის დამკვიდრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...