ირაკლი კობახიძე: ხელი არ უნდა შევუწყოთ გავრილოვის განცხადებების აქტუალიზაციას

“ჩემი თხოვნა იქნებოდა დიდად აქტუალიზაციას ნუ გავუკეთებთ რუსეთის დუმის ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებებს , რომელიც ჩვენ ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა. მისი ამოცანა არის გარკვეული ელემენტები შემოიტანოს ჩვენს პოლიტიკურ პროცესში, ეს არის იმ ქვეყნის ინტერესებში”.

 

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სერგეი გავრილოვის განცხადებასთან დაკავშირებით  ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე.

„ჩემი რჩევა თუ თხოვნა იქნებოდა, რომ დუმის ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებებს, რომელიც ჩვენ ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა იმ ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტში, დიდად აქტუალიზაციას ხელოვნურად ნუ გავუკეთებთ.

მისი განცხადებების აქტუალიზაცია მაინცდამაინც კარგი არ არის ჩვენი პოლიტიკური პროცესისთვის. მისი ამოცანა არის, რომ გარკვეული ელემენტები შემოიტანოს ჩვენს პოლიტიკურ პროცესში, ეს არის იმ ქვეყნის ინტერესებში, რომლის დეპუტატიც ის არის.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მისი ამოცანების რეალიზებას არ შევუწყოთ ხელი. შესაბამისად, არ უნდა შევუწყოთ ხელი გავრილოვის განცხადებების აქტუალიზაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეიუ გავრილოვმა განაცხადა, რომ „საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს ეყოფა სიმამაცე, რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად