ირაკლი კობახიძე: ხალხი არ დგას “ნაცმოძრაობის” უკან, ესაა მათი ფიასკოს საფუძველი

“ხალხი არ დგას “ნაცმოძრაობის” უკან, ეს გამოჩნდა გასული დღეების განმავლობაში და სწორედ ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი”,-პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 18 ნოემბრის აქციის დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

კობახიძის შეფასებით, ამ მოვლენების შედეგად კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.

“ხალხი არ დგას “ნაცმოძრაობის” უკან, ეს გამოჩნდა გასული დღეების განმავლობაში და სწორედ ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც უმაღლესი სტანდარტებით იმოქმედეს გუშინ და ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეიძლება სამაგალითო იყოს.

მადლობა უნდა გადავუხადოთ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაარჩია შავი და თეთრი. ბუნებრივია, ქართველი ხალხი ვერ დადგებოდა და არც დადგა იმ პოლიტიკური ძალის უკან, რომელსაც აქვს უმძიმესი პოლიტიკური წარსული,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად