ირაკლი კობახიძე: კახი კალაძე არის უნიკალური კანდიდატი

"არის უამრავი ფაქტორი იმისა, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ  პირველ ტურში გამარჯვებაზე ვიფიქროთ. არის სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც გვეუბნება სწორედ იმას, რომ ყველა წინაპირობა არსებობს პირველ ტურში გამარჯვებისთვის" – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ პირველთან.

" რაც შეეხება ამ ყველაფრის მიზეზებს, მიზეზი არის არაერთი, მათ შორის ის, რომ ზოგადად, საზოგადოება ხედავს იმ ცვლილებებს, რომელიც განიცადა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ.

გარდა ამისა, 2014 წელთან შედარებით, პარტია „ქართული ოცნება“ არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო მაშინ და კახი კალაძის ფაქტორი არის  ძალიან მნიშვნელოვანი. კახი კალაძე არის უნიკალური კანდიდატი, განსაკუთრებული თვისებებით, განსაკუთრებული გამოცდილებით და ამას რა თქმა უნდა, ყველა ყურადღევბას მიაქცევს, ქართველი ამომრჩეველი, თბილისელი ამომრჩეველი, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას შაბათ დღეს.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალი ალბათობით შევძლებთ პირველ ტურში არჩევნების მოგებას, თუმცა ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ამომრჩევლის ნებაზე და აქტიურობაზე. აქედან გამომდინარეობს ჩვენი თხოვნა ამომრჩევლის მიმართ, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ შაბათ დღეს.

გამარჯვება არის გარდაუვალი და ამის მთავარი მიზეზი რა არის: ალბათ, თქვენ ყველა ნახავდით წინასაარჩევნო დებატებს, ჯერ „იმედზე“ შედგა დებატები, შემდეგ „რუსთავი 2“-ზე, კახი კალაძე იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელიც საუბრობდა მომავალზე, იმაზე, თუ რა იქნებოდა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და როგორ გეგმავდა ის სიცოცხლით სავსე ქალაქის ასე ვთქვათ უზრუნველყოფას, მაშინ, როდესაც ყველა სხვა კანდიდატი საუბრობდა კახი კალაძეზე." – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...