ირაკლი კობახიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობაზე რეკომენდაცია გათვალისწინებულია

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობაზე რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, საგანგებოდ ჩნდება ჩანაწერი კანონში, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს მისი სხდომების საჯაროობას”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მკაფიოდ გაიწერება, რა გამონაკლის შემთხვევებში არის შესაძლებელი საბჭოს სხდომების დახურვა.

„ჩვენ მთლიანად გავითვალისწინეთ შესაბამისი რეკომენდაცია. ზოგადად, საჯაროობის ნაწილზე გვექნება კიდევ ერთი შემაჯამებელი მსჯელობა და დარწმუნებული ვარ, აქ გვექნება მთლიანად კონსენსუსი, ანუ რეკომენდაცია არის მთლიანად ასახული კანონპროექტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, იგივე ეხება საბჭოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას.

„იგივე ეხება გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას, პროექტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებითაც იყო რეკომენდაციები და გავითვალისწინეთ და, ასევე მუდმივად მოხდება სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც საბჭოს საქმიაობას უკავშირდება. ღიაობისა და საჯაროობის ნაწილში უკვე ასახულია რეკომენდაციების ნაწილი პროექტში და შესაბამისად, გვაქვს ოპტიმისტური განწყობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...