ირაკლი კობახიძე: ისინი იყვნენ გახარიას თანამშრომლები, მეგობრები, კლასელები და ამის იქით რაიმე პერსპექტივა ამ გუნდს არ აქვს

“ჩვენი ამოცანა თვითმმართველობის არჩევნებზე არის მინიმუმ იმ შედეგის განმეორება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გვქონდა, როდესაც 48%-ზე მეტი მივიღეთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს, რომ ეს შედეგი არ დადგეს.

“მიმდინარე პროცესები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ შეგვიძლია მინიმუმ 48%-იანი შედეგის განმეორება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ის ფორმა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა ექვსმა დეპუტატმა დატოვა, ცუდი იყო. „წინასწარ არავისთვის მიუწოდებიათ ინფორმაციაც კი. ცდილობდნენ გარკვეული წევრების გადაბირებას, ეს არ არის სწორი საქციელი და როდესაც ასეთი ქცევით იწყებ, ბუნებრივია, ამას ექნება შესაბამისი გაგრძელება. ასეთი ფორმებით პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევ. ისინი იყვნენ უმეტესწილად, მისი თანამშრომლები, მეგობრები, კლასელები და ამის იქით რაიმე პერსპექტივა ამ გუნდს არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...