ირაკლი კობახიძე: იფსოს – საფრანგეთმა განაცხადა, რომ მათ არანაირი კავშირი არა აქვს იმ კვლევებთან, რომლებიც მთავარი არხის ეთერში იდება

მათ ამ შემთხვევაშიც მოიტყუეს და ძალიან მარტივად გამოიჭირეს ისინი ამ ტყუილში, როდესაც იფსოს საფრანგეთმა განაცხადა, რომ მათ არანაირი კავშირი არა აქვს იმ კვლევებთან, რომლებიც მთავარი არხის „გლავ კანალის“ ეთერში იდება,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ,, აჭარის“ ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონკერტულ პოლიტიკურ პარტიასთან, პოლიტიკური პარტიების ერთობასთან დაკავშირებული ტელევიზიები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით მუდმივად იტყუებიან. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც მათ პირდაპირ გააყალბეს კვლევის შედეგები და ვერანაირი მეთოდოლოგიით ვერ აიხსნება ცდომილება, რომელიც მათ აჩვენეს.

,,სამი სხვადასხვა ტელევიზიაა პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, პოლიტიკური პარტიების ერთობასთან, რომელიც ერთი და იგივეა მთლიანობაში და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული ეს ტელევიზიები, მუდმივად იტყუებიან სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით – მაგალითად, შეუძლიათ ჩემი 300 ლარიანი საათი გაასაღონ სამოციათას ლარიან საათად. ეს მათი მხრიდან ჩვეულებრივი მოვლენაა. მათ ამ შემთხვევაშიც მოიტყუეს და ძალიან მარტივად გამოიჭირეს ისინი ამ ტყუილში, როდესაც იფსოს საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ მათ არანაირი კავშირი არა აქვს იმ კვლევებთან, რომლებიც მთავარი არხის „გლავ კანალის“ ეთერში იდება. ისინი მუდმივად იტყუებიან, როდესაც კვლევის შედეგები იდება და საბოლოო ჯამში ყველა ხედავს არჩევნების შედეგებს. ეს შედეგები სხვათაშორის მათივე ეგზიტპოლებითაც დასტურდება ხოლმე, რომლებიც აცდენილია მათ მიერ დადებულ გაყალბებულ კვლევებს.
ამ შემთხვევაშიც მათ პირდაპირ გააყალბეს კვლევის შედეგები, ვერანაირი მეთოდოლოგიით ვერ ახსნი ამხელა ცდომილებას, რომელიც მათ აჩვენეს. რაც შეეხება რეალურ სურათს, რეალური სურათი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ მარტივად იგებს ამ არჩევნებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს არის საზოგადოებაზე დამოკიდებული, მაგრამ კვლევის შედეგებიც სწორედ საზოგადოების განწყობას აჩვენებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

შეგახსენებმ “აიპრესთან” ორგანიზაცია “იპსოსი” რომლის ჩატარებული კვლევის შესახებ ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, აცხადებს, რომ IPSOS France “მთავარი არხის” დაკვეთილ კვლევასთან არანაირ კავშირში არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად