ირაკლი კობახიძე: გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი მე-10 მოწვევის პარლამენტში

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” მე-10 მოწვევის პარლამენტში 100 დეპუტატით შევა და მთავრობასაც დააკომპლექტებს.

 

“ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 50%-ს მნიშვნელოვნად გადაცდება ჩვენი მაჩვენებელი. ვფიქრობთ, ჩვენი მაჩვენებელი შეიძლება იყოს 60%. აქედან გამომდინარე 70 კაცი შეიძლება იყოს გამსვლელი პროპორციული სიიდან, რაც ნიშნავს მთლიანობაში 100 დეპუტატს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ქართული ოცნების” პროპორციული საარჩევნო სიის სრული შემადგენლობა დღეს გახდა ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად