ირაკლი კობახიძე: ლევან ვარშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ

გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვარშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვაშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ ნაცმოძრაობის მიერ არჩევნების დღეს დანიშნულ აქციას, რომლის მიზანი მათ მიერ წინასწარ დაანონსებული „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების გაპროტესტებაა. გვაქვს დამატებითი ინფორმაცია, რომლის თანახმად აღნიშნულ აქციაზე დამონტაჟებულ მონიტორებზე ნაცმოძრაობის წარმომადგენლები გეგმავენ მხოლოდ იმ უბნების მონაცემების ჩვენებას, სადაც ამ პარტიას უკეთესი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. მიზანი არის აქტივისტებს შორის გამარჯვების ილუზიის შექმნა და მათი მობილიზაციის უზრუნველყოფა.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვარშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვაშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი დესტრუქციული განზრახვა ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც ეს მოხდა 2016, 2017, 2018, 2019 წლებში.

რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებისგან მიიღებს მკაცრ პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს აქვს ჩადენილი. „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-დან 60 პროცენტამდე მერყეობს და ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ეს შედეგი დაფიქსირდება 31 ოქტომბერს. ამასთან, რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით უფრო ჩამოსცდება ნაცმოძრაობა 19 პროცენტიან ნიშნულს, ხოლო ანტიევროპული საქართველო – 4 პროცენტიან ნიშნულს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად