ირაკლი კობახიძე GORBI-ის კვლევაზე: ოპოზიციას არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი აღარ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, “ქართული ოცნების” აღამსრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომპანია GORBI -ის კვლევის შედეგები ემთხვევა იმ კვლევის შედეგებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს დამხმარე ორგანიზაციების საშუალებით.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “postv”-ის ეთერში კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

„საერთო სურათი არის ის, რომ ოპოზიცია არის მთლიანად გაკოტრებული საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით, მათი პროცენტები არის ძალიან დაბალი. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი აღარ აქვთ და მეორეც – არც არავითარი დესტრუქციის რესურსი აღარ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის: კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

GORBI-მ 1090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. კითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 55% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 12% კი – „ნაციონალურ მოძრაობას.“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად