ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარიას ზედმეტსახელი იყო „ბოლი“ – მას ტყუილები ახასიათებს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია “საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი გახარია არის მატყუარა, რის გამოც გუნდში მას ზედმეტსახელად “ბოლი” შეარქვეს.

“გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო ბოლი – ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს.
სამწუხაროდ, მას ტყუილები ახასიათებს, ღალატიც არის ტყულის ერთ-ერთი ნაირსახეობა. ამ გზით შორს ვერ წავა და ამასა ნახავს საზოგადოება 2 ოქტრომბერს.
ტყუილები ახასიათებდა, ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება.

მეორე ტური არ იქნება თბილისში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ნებისმიერი ბაქი-ბუქი მეორე ტურთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულია“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია თუ არა თბილისის მერის არჩევნებზე თუკი მეორე ტური იქნება, კალაძესთან ერთად ვიხილოთ გიორგი გახარიას კანდიდატურაც.

კომენტარები
იტვირთება...