ირაკლი კობახიძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დავასრულოთ დამაჯერებელი გამარჯვებით

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დავასრულოთ დამაჯერებელი გამარჯვებით, ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვებით, როგორითაც დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ბუნებრივია, ამ ყველაფერს ელექტორატზე გავლენა ექნება, მაგრამ არა შემცირება-გაზრდის კუთხით. რეალობა არის განსხვავებული და ახალი, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს საარჩევნო შანსებს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დავასრულოთ დამაჯერებელი გამარჯვებით, ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვებით, როგორითაც დასრულდა საპარლამენტო არჩევნები. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, ყველანაირი რესურსი არსებობს ამისათვის და გუნდი იქნება აბსოლუტურად მომართული ამ შედეგის მისაღწევად“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად