ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს და განათლების მინისტრს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე პანდემიის პერიოდში გაწეული მუშაობისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელს მადლობას უხდის.

“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს და განათლების მინისტრს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღეში მოახერხა განათლების სისტემამ გადაწყობა ახალ რეალობაზე, მოახერხა დისტანციური სწავლების შემოღება და კრიზისი აქცია შესაძლებლობად.

ამისთვის დიდი მადლობა განათლების სამინისტროს და მინისტრს მიშა ჩხენკელს” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად