ირაკლი კობახიძე: გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა კავშირი იყო „ნაცმოძრაობასა“ და გიორგი გაბუნიას საქმეს შორის

 ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებული ფილმის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაკვეთას შეეხებოდა.

„ზოგადად უკრაინიდან ბევრი საეჭვო რამ ხდება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა კავშირი იყო „ნაცმოძრაობასა“ და გაბუნიას საქმეს შორის. მაგრამ ზოგადად, მკვლელობები, ძალადობები და გაყალბებები ეს რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, ყველამ იცის და საეჭვოდ უკავშირდება ხოლმე ასეთი რაღაცები უკრაინას. როგორც ჩანს, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი და ერთი ფანჯრის პრინციპით მართავს ასეთ პროცესებს. დეტალებს რაც შეეხება, ამას გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად