ირაკლი კობახიძე: გახარიას ხელიდან შტურმის ორგანიზატორები შედიოდნენ პარლამენტში და სპეცრაზმს მოუწია თავის დაცვა

იმ პერიოდში რაც “ოცნებას” პრობლემა დაუგროვდა გახარიას დაგეგმილ სპეცოპერაციებს უკავშირდებოდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, გადაცემაში “გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან”

“რაც შეეხება 20 ივნისს, მე როდესაც მას დავუკავშირდი გიორგი გახარიას, მისი ხელიდან ისინი (შტურმის ორგანიზატორები) შედიოდნენ პარლამენტში, საბოლოო ჯამში, მოუწია ე. წ სპეცრაზმს თავის დაცვა, ესაა ჩემი ლოგიკა და ამან განაპირობა ის, რომ შტურმის ორგანიაზტორების მხრიდან შტურმი ვერ იქნა მიღწეული” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“რაც კი პრობლემა დაუგროვდა “ქართულ ოცნებას” იმ მცეირე მონაკვეთის განმავლობაში, ის იყო დაახლოებით ერთწლიანი მონაკვეთი, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომელიც გახარიას მიერ იყო დაგეგმილი.

ერთ-ერთი პირველი იყო მესტიაში და ეს ყველაფერი ტყის ჭრას უკავშირდებოდა. ისე იყო დაგგემილი, რომ გამოსვლა მოუწიათ და საკმაო უხეში ფორმებით მოხდა ეს ყველაფერი. შემდეგ ბასიანი და იქაც არასწორად დაგეგმილი, ბოდიშის მოხდაც მოუწია. ასევე იყო პანკისი აბსოლუტურად მძიმე. ფაქტობრივად შეუარცხოფა მიაყენებინა შსს-ს თანამშრომლებზე, გმირ პოლიციელებზე და ეს იყო ძალიან მძიმე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები
იტვირთება...