ირაკლი კობახიძე: გახარიას ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა “კოკაინი” და მისი სახელი-გვარიც ვიცით

“კახა კალაძემ ჩვეულებრივად დააანინსა ჯანმრთელი ცხოვრების წესთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ გახარიას განერვიულებულ სახეს. დავინტერესდით რაში იყო საქმე და აღმოჩნდა, რომ მას აქვს სერიოზული პრობლემა” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტვ “იმედთან”.

“აღმოჩნდა, რომ მას აქვს პრობლემა კოკაინის მოხმარების კუთხით, ამაზე ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია შიგნიდან. შიგნით, მისმა გარემოცვამ ეს იცის, ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა ეს და მისი სახელი გვარებიც ვიცით, გაასინჯა კოკაინი და ამის შემდეგ მას აქვს ეს პრობლემა. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ მივიღეთ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტ მაგდა ანიკაშვილის კითხვაზე, თუ როდიდად დაიწყო ეს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა იხუმრა – გახარია პარტიიდან და ხელიდან ერთდროულად წასულაო. რეალურად, 18 თებერვლის მერე ხდება ეს ყველაფერი, ალბათ სადღაც მარტი აპრილის თვიდან. ზუსტი დეტალები მე არ ვიცი.

მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა დაგვიჯეროს საზოადოებამ? იქნება ჩვენ ვცდებით. ამის დასადგენად არსებობს სპეციალური უწყბები ხო? მისულიყო და გაეკეთებინა” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...