ირაკლი კობახიძე: “ევროპული საქართველო” არის 12%-იანი, “ენმ”- 3%-იანი პარტია, მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა და ეძებენ ახალ საბაბს

“რურუა არის საბაბი, მიზეზი არის ის, რომ ისინი არჩევნებში ვერ ხედავენ აზრს, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი არის 12%-იანი პარტია, მეორე -3%-იანი პარტია. ასეთ პირობებში ბუნებრივია, მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ეძებენ ახალ საბაბს.”

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების: “ევროპული საქართველსოა” და “ნაციონალური მოძრაობის” წვერების განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვით, ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილბების პროექტს მას შემდეგ დაუჭერენ მხარს, როცა გიორგი რურუა იქნება პატიმრობიდან გათავისუფლებული.

ირაკლი კობახიძის თქმით, მათი მოტივი აბსოლუტურად ცხადი და ნათელია.

“რაც შეეხება იმას, თუ ვის აწყობს ეს ცვლილებები, მათემატიკურად აწყობს, ბუნებრივია, ოპოზიციას იქიდან გამომდინარე, რომ ამ ცვლილებების საფუძველზე ისინი მიიღებენ მეტ მანდატს პარლამენტში, ვიდრე მიიღებდნენ 77/73-ის პირობებში, თუმცა, რეალობაა ასევე ისიც, რომ ისინი ხედავენ, არჩევნებს მათთვის აზრი აქვს დაკარგული. ყველა შემთხვევაში ეს იქნება 77/73-ზე, თუ 120/30-ზე, ისინი მარცხისთვის არიან განწირული ამ არჩევნებში. შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, გადართულნი არიან დესტრუქციაზე. როგორც ვიცი, არ აპირებენ საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. გიორგი რურუა არის საბაბი, მიზეზი არის ის, რომ ისინი არჩევნებში აზრს ვერ ხედავენ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი არის 12%-იანი პარტია, მეორე არის 3%-იანი პოლიტიკური პარტია. ასეთ პირობებში მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად