ირაკლი კობახიძე: “ევროპულ საქართველოს” თუ არ შეუძლია მოძებნოს ერთი ქალი, მაშინ რა უნდა არჩევნებში?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, გენდერული კვოტირების ფარგლებში ყოველი პარტიის საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.

“წარმოვიდგინოთ ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველო”, რომელსაც 3 %-ით შეუძლია შეიყვანოს ოთხი კანდიდატი პარლამენტში. ამ შემთხვევაში მათ უწევთ, ერთი ისეთი კანდიდატი ქალის მოძებნა, რომელიც არის თან კვალიფიციური და იმსახურებს დეპუტატობას და თან იზიარებს “ევროპული საქართველოს” იდეოლოგიას. ერთი ასეთი ქალი თუ არ შეუძლიათ მოძებნონ, მაშინ რა უნდათ არჩევნებში?!” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის წინადადებებს, სადაც ისინი ითხოვენ 500 მეტრიანი რადიუსის დადგენას და საარჩევნო უბნებიდან 500 მეტრის რადიუსში ყოველგვარი შეკრების აკრძალვას, ირაკლი კობახიძემ განმარტა: „500 მეტრი იქით, 500 მეტრი აქეთ ეს არის 1 კილომეტრი. 3700 უბანია, 3700 კილომეტრი რომ ავიღოთ, ქვეყანა სიგრძეში და სიგანეში ჯამში არ არის. ჩანს, რომ ისინი მხოლოდ საბაბს ეძებდნენ, იმისათვის, რომ არ შემოსულიყვნენ დარბაზში, თუმცა ვხედავთ, რომ მათ გარეშე კიდვ უფრო ლამაზია ჩვენი ცხოვრება”.

შეგახსენებთ, პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, განიხილება პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე.

მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება.

საარჩევო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის განთავსება. ასევე შენობიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად