ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებს ვესაუბრებით ახალ დღის წესრიგზე, რომელიც აუცილებლად უნდა შეიქმნას ქართულ პოლიტიკაში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე ძირითადად შიდა პოლიტიკური საკითხები განიხილება.

„ვხვდებით ევროპარლამენტარების სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან და ვსაუბრობთ ძირითადად შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. ჩვენთვის მთავარია, რომ ვისაუბროთ ახალ დღის წესრიგზე, რომელიც აუცილებლად უნდა შეიქმნას ქართულ პოლიტიკაში. ეს დღის წესრიგი უნდა უკავშირდებოდეს ქვეყნის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით. როცა საუბარი დღის წესრიგზე, აქ იგულისხმება გასატარებელი რეფორმები, მათ შორის ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი საინტერესოა ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის ეკონომიკური განვითარებისა და სავაჭრო ურთიერთობების საკითხები, შიდა დემოკრატიული პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქართული საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლანტში შეხვედრებს მართავს.

კომენტარები
იტვირთება...