ირაკლი კობახიძე: „ენმ“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ – კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავისი სახე

ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტს ოპოზიციის უმრავლესობამ მოაწერა ხელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე თავისი პასუხისმგებლობით იმოქმედა.

„რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“. ისინი ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს არ შეუერთდნენ. ამ ნაბიჯით მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი ორიენტირი და მათ შორის პარტიების საგარეო ორიენტირი.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მმართველმა გუნდმა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე იმოქმედა თავისი პასუხისმგებლობით. ამის შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის გაფორმება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...