ირაკლი კობახიძე: ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი – კაცობა რომ ჰქონდეს, მარტო ამის გამო შიმშილობას შეწყვეტდა

ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილი – კაცობა რომ ჰქონდეს მარტო ამის გამო შიმშილობას შეწყვეტდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილი. მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, თუმცა კაცობის მიხეილ სააკაშვილსა არაფერი სცხია, მან ეს დაამტკიცა 9 წლის განმავლობაში, როდესაც იყო მმართველობაში და შემდეგი 9 წლის განმავლობაში, ოპოზიციაში. მას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ეს პასუხისმგებლობა გააცნობიეროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.

ელენე ხოშტარია უკვე მე-17 დღეა პარლამენტში შიმშილობს. მან დღეს უარი თქვა მედიკამენტურ მკურნალობაზეც იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

კომენტარები
იტვირთება...