ირაკლი კობახიძე ელდარ გოგოლაძის ინტერვიუზე: ეს იყო ორი ადამიანის ჭორაობა, რომელთაგან ერთერთი ცნობილი მაღალჩინოსანი „კაგებეშნიკია“

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” გასულ ინტერვიუს “ორი ადამიანის ჭორაობა” უწოდა, რომელთაგნ ერთი ცნობილი მაღალჩინოსანი “კაგებეშნიკია”.

“გუშინდელ ინტერვიუზე არ მგონია, სერიოზული კომენტარის გაკეთება შეიძლებოდეს. ეს იყო ორი ადამიანის ერთგვარი ჭორაობა, რომელთაგან ერთერთი იგი ცნობილი “კაგებეშნიკი”, თან მაღალჩინოსანი, ანუ რუსულ რესურსს იყენებს ის პარტია და მისი ტელევიზია, რომელიც პირდაპირ არის მხილებული საქართველოში რუსული საქმის კეთებაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, საპარლამენტო არჩევნებამდე 6 დღით ადრე, “ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. ეს ელდარ გოგოლაძის პირველი ინტერვიუა, რომელშიც ის ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე ყვება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად