ირაკლი კობახიძე: ეკა ბესელიას პარტია რეალური პარტია ვერ იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლის კობახიძე, ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას განცხადებას პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, აქტუალურ საკითხად არ მიიჩნევს.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკა ბესელიას პარტია რეალური პარტია ვერ იქნება.

“მე მგონი, ეს არ არის მაინცდამაინც პოლიტიკურად აქტუალური საკითხი. არის ცდუნება, რომ გაჩნდეს ახალი პარტიები თუმცა, რესურსი სჭირდება რეალური პარტიის შექმნას. ბუნებრივია, ეს პარტია რეალური პარტია ვერ იქნება”- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ცნობილია, “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატი, ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დღეს, პარლამენტში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პარტიაში ეკა ბესელიასთან ერთად გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტიერაძე იქნებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...