ირაკლი კობახიძე: ე.წ. ხელოვნური კრიზისი დაძლეულია – ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, მნიშვნელობა აღარ აქვს

“ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია – ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს”.

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში.

„ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს იქედან გამომდინარე, რომ ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია, ეს შარლ მიშელმა განაცხადა. ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, აქედან გამომდინარე, ეს უკვე არსებითად აღარაფერს ცვლის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ლელომ“ პარლამენტში ახალი ფრაქცია შექმნა, რომელსაც სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი შეუერთდნენ.

კომენტარები
იტვირთება...