ირაკლი კობახიძე: ძალიან შეშინებულია მიხეილ სააკაშვილი და სხვა ლიდერებიც, იმის გამო, რომ მეგის ქარდავას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია

მეგის ქარდავა არის „ნაცმოძრაობის“ სახე. „ნაცმოძრაობა“ კოლექტიურად არის მეგის ქარდავა, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ამ პასუხისმგებლობას ბუნებრივია ისინი ვერ გაექცევიან. ძალიან შეშინებულია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი და სხვა ლიდერებიც, იმის გამო რომ მეგის ქარდავას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია. ვნახოთ რა იქნება. ჩვენ ვიცით, რომ დამკვეთები იყვნენ სააკაშვილი და მისი რეჟიმი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს მეგის ქარდავამ ციხიდან განცხადება გაავრცელა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, 18 სქტემბერს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

კომენტარები
იტვირთება...