ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგი იყო, რომ შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა შეაჩერა მორიგი მცდელობის დროს დაეკავებინა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა

“თინა ბოკუჩავა, ნატო ჩხეიძე და სხვები ძალიან შეეჩვივნენ პარლამენტის ტრიბუნასთან ასვლას, რაღაცა წესებს მათ უნდა სცენ პატივი. ძალიან კარგი იყო რომ შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა შეაჩერა მორიგი მცდელობის დროს დაეკავებინა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა. ეს არის მიუღებელი და ასეთი წესების პატივისცემა ევალება ნებისმიერ დეპუტატს და ძალიან კარგია, რომ აღიკვეთა მორიგი მიჭრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.

“რაღაცა წესებს თუ არ ვეცით პატივი, სახელმწიფოებრიობისგან არაფერი დარჩება. აქედან გამომდინარე პასუხი შალვა პაპუაშვილის მხრიდან იყო აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური და მას კიდევ ერთხელ მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კანონმდებლებს შს მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა “ნაცმოძრაობის” დეპუტატი თინა ბოკუჩავა სპიკერატიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...