ირაკლი კობახიძე: დღეს რომ ხარ მიშისტი, სააკაშვილისტი და გქვია „ენჯეო“ ან გქვია სახალხო დამცველი ან პოლიტიკური პარტია, ეს არის სირცხვილი

დღეს რომ ხარ მიშისტი, სააკაშვილისტი და გქვია „ენჯეო“ ან გქვია სახალხო დამცველი ან პოლიტიკური პარტია და ა.შ. ეს არის სირცხვილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

მისი თქმით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არის იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი, რომელსაც 2012 წლამდე საქართველოში უმძიმესი რეჟიმი ჰქონდა ჩამოყალიბებული. კობახიძის შეფასებით, თუ საუბარია ავტორიტარიზმის მხარდაჭერაზე და ასეთ მიდრეკილებაზე, ზუსტად ეს ადამიანები ავლენენ ამგვარ მიდრეკილებას.

„ნაცობა“ არის სირცხვილი. როდესაც შენ გქვია უფლებადამცველი, არასამთავრობო გქვია, ან სახალხო დამცველი და ლობირებ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც კლავდა, აწამებდა, ბიზნესს არეკეტებდა, მედიას ართმევდა კერძო მესაკუთრეებს, ტერიტორიებს აბარებდა, ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...