ირაკლი კობახიძე: მანდატების შეწყვეტის საკითხი სავალდებულო წესით უნდა იყოს განხილული თებერვლის პირველივე კვირაში

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხი სავალდებულო წესით, განხილული უნდა იყოს პარლამენტში, თებერვლის პირველივე კვირაში.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პაკეტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში. ჩვენ დაველოდებით, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც შემოვა მარტის დასაწყისში სავარაუდოდ და ამ დასკვნის გათვალისწინებით გაგრძელდება ბუნებრივია, მუშაობა ამ პაკეტზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციის მოსმენა.

რაც შეეხება დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას, ეს საკითხი სავალდებულო წესით უნდა იყოს განხილული თებერვლის პირველივე კვირაში. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად