ირაკლი კობახიძე: თბილისის მერის არჩევნებზე თუ იქნება ორი კანდიდატურა -კახა კალაძე და ნიკა მელია, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის ორ კანდიდატს, კახა კალაძესა და ნიკა მელიას შორის ხმები 70-30-ზე გადანაწილდება.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, კახა კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.

„დედაქალაქის მერობის არჩევნებზე თუ იქნება ორი კანდიდატურა -კახა კალაძე და ნიკა მელია, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება. ამას წინასწარი კვლევები აჩვენებს, რაც ჩვენ გვაქვს. გვქონდა, წინასწარი ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას დაყენებას აპირებდნენ. თუ ორი კანდიდატი იქნება, პროპორცია დაახლოებით 70-30 იქნება.

მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატად იმიტომ დააყენა, რომ ერთადერთი მარტივი მიზანი აქვს – მელიაზე ეჭვიანობს და უნდა, ბოლომდე გააფუჭოს. აქედან გამომდინარე, მისი 30%-იანი შედეგი გაფუჭების საუკეთესო ინსტრუმენტი იქნება. არც ერთ შემთხვევაში, თბილისში მერის მეორე ტური არ იქნება. არ ველოდებით, არც ერთ ისეთ კანდიდატს, ვინც პირველი ტურის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ კახი კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. ამის გარანტიაა საზოგადოების განწყობა კახი კალაძის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...