ირაკლი კობახიძე: დავპირდით „ევროპულ საქართველოს“, რომ 3 %-იანი პარტია იქნებოდა, თუმცა მალე ეს 3%-იც საოცნებო ექნებათ

“დღეს ისეთ ნაბიჯებს დგამს თვითონ „ნაცმოძრაობა“ და მასთან არსებული პოლიტიკური პარტიები, რომ რაც ვერ მოხერხდა ჩვენი ძალისხმევით, შეიძლება მათივე ძალისხმევით მოხერხდეს. ანუ თანდათანობით ისინი თავად შლიან საკუთრ პარტიებს, ასუსტებენ საკუთარი პარტიების პოზიციებს, ვხედავთ, როგორი პროცესები მიდის თითოეულ პარტიაში, იშლება ცალ-ცალკე ეს პოლიტიკური პარტიები”, – განაცხადა “აიპრესისთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ალბათ „ევროპული საქართველოზე“ საუბრობთ, სადაც ცვლილებები განხორციელდა, თავმჯდომარეობიდან დავით ბაქრაძე გადადგა და მისი ადგილი გიგა ბოკერიამ დაიკავა. ასევე პარტია საერთოდ დატოვეს მისმა ლიდერებმა..

გახსოვთ, ჩვენ დავპირდით „ევროპულ საქართველოს“, რომ 3 %-იანი პარტია იქნებოდა თუმცა როგორც აღმოჩნდა, გადაჭარბებით შევასრულეთ ეს დაპირება და 3%-იც საოცნებო იქნება მათთვის ნებისმიერ შემდგომ არჩევნებში.

მამუკა ხაზარაძის პარტიის, „ლელოს“ 3%-დან 1 %-ზე ჩამოსვლა რამ განპირობა თქვენი აზრით?

ძალიან მარტივი ახსნაა. ბუნებრივია ამ რადიკალურ შემცირებას რეიტინგში, თავისი მიზეზი აქვს. როდესაც შენ ხდები „ნაცმოძრობის“ შემადგენლი ნაწილი, უკეთესს რას უნდა ელოდე?! პირველადი აღქმა „ლელოსი“ იყო ის რომ შეიძლებოდა ავტონომიურები ყოფილიყვნენ „ნაცმოძრაობისგან“, მაგრამ იმდენად ღიად შევიდნენ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ სივრცეში, რომ ბუნებრივია, დაკარგეს რეიტინგი. თუ ვინმეს „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა, ბარემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს ხმას და არა „ლელოს“. მარტივი ლოგიკაა ამაში.
დღეს იმდენად გაითქვიფნენ ერთმანეთში პარტია „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“, რომ ხაზარაძის და ჯაფარიძის პარტიამ საერთოდ დაკარგა ავტონომიურობის აღქმა და აქედან ასეთ ვითარებაში, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ 3%-დან მათი რეიტინგი ჩამოვიდა 1%-ზე.“
სხვათა შორის, „ლელოს“ ხელმძღვანელებს, განსაკუთრებით ბატონ მამუკა ხაზარაძეს, „ნაციონალურ მოძრაობის“ დროს ნამდვილად არ ქონია, როგორც ბიზნესმენს ასე ვთქვათ „დალხენილი ცხოვრება“… არსებობს ამის ფაქტები, რის შესახებაც მართალია, თავის დროზე ხმამაღლა არაფერი უთქვამს, თუმცა ყველაზე უკეთ თავად უწყის…
თუმცა, თვითონ მონაწილეობდა არაერთ რეკეტის საქმეში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და ეს უნდა იყოს მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებს გამიჯვნას „ნაცმოძრაობისგან“.

ეს უკვე ბრალდებაა.

რა თქმა უნდა, არც ისე უსაფუძვლო…

სხვათა შორის, ამ რამდენიმე დღის წინაც სამ ადამიანს: ელენე ხოშტარიას, გიგა მაქარაშვილს და შოთა დიღმელაშვილს რუსეთის აგენტობა დააბრალეთ… რა ფაქტებს ეყრდნობით?

იქაც კონკრეტული არგუმენტები იყო, რაც ამ სავარაუდო კავშირზე მიუთითებს, ერთი იყო ელენე ხოშტარია და იქ იყო კონკრეტული კვალი, რომელიც არის ბუნებრივია სერიოზული ეჭვის საფუძველი. გიგა მაქარაშვილი, რომელიც პირდაპირ იყო მინდია გულუას პრეს-სპიკერი და იზიარებდა მთლიანად იმ სულისკვეთებას, რომელიც ჰქონდა მინდია გულუას და მისი კავშირები რუსეთთან ძალიან კარგად ვიცით. შოთა დიღმელაშვილზე, ვფიქრობ, ჩემზე უკეთ იცით არგუმენტები და ასე შემდეგ… პლიუს, ამ საეჭვო კავშირებს ემატება ის, რომ მათი თითოეული ნაბიჯი, შედის რუსეთის ინტერესებში. ანუ რასაც აკეთებენ, შედეგი რაც არის, მთი საქმიანობის, მთლიანად შედის რუსეთის ინტერესებში.

 

სტატიის ავტორი თამარ ლეფსვერიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...