ირაკლი კობახიძე დამკვირვებლებზე: ხომ არ შეიძლება მეზობლის დასკვნას დავეყრდნოთ, როცა ვიცით, რომ ქმარი სცემს ცოლს?

“ოჯახში როცა რაღაც დავა არსებობს, ხომ არ შეიძლება მეზობლის დასკვნას დავეყრდნოთ?” – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში კითხვას: “თუ ხმების გადათვლის კუთხით ყველაფერი კარგად არის, რატომ გაუჩნდა ამ პროცესთან მიმართებით კითხვები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს”.

ირაკლი კობახიძის თქმით, დეპარტამენტის მხრიდან კითხვის ნიშნების არსებობა შესაძლოა, არასათანადო ინფორმაციის მიწოდებით იყოს განპირობებული.

“თუ ეჭვები არის გადათვლის პროცესთან დაკავშირებით, მიზეზი შეიძლება იყოს არასათანადო ინფორმაცია. ჩვენ ხომ ფაქტებით უნდა ვისაუბროთ. ოჯახში როცა რაღაც დავა არსებობს, ხომ არ შეიძლება მეზობლის დასკვნას დავეყრდნოთ როცა ვიცით, რომ ქმარი სცემს ცოლს მაგალითად. მეზობელში ვიგულისხმე საერთაშორისო დამკვირვებელი, რომელსაც ვიღაც აწვდის ინფორმაციას. მთავარი ფაქტი ხომ ის არის ქმარმა ცოლი სცემა თუ არ სცემა. მე გეუბნებით, რომ ქმარს ცოლი არ უცემია, ეს რას ნიშნავს – მე გეუბნებით იმას, რომ ამ პროცესს აკვირდებოდა ყველა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია. არის ეს პროცესი გამჭვირვალე თუ არა?”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად