ირაკლი კობახიძე: ჩემო “ევრონაცებო”, ჩემო სამპროცენტიანებო, გისურვებთ ტკბილ პენსიას

“ჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი, დღეს იყო კიდევ უფრო მეტი, შეიძლება ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვა, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერმინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას“,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წარდგა.

დეპუტატი საპენსიო ფონდის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მოდელი ქვეყანაში საპენსიო სისტემის ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას ემსახურება.

“ჩვენი ოპოზიცია მუდმივად საუბრობს საპენსიო ფონდზე, რომ ის არის მიუღებელი. ამ დროს საპენსიო ფონდი ჩვენი მოგონილი კი არ არის, ეს მოქმედებს ყველა ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში.

ეს არის მოდელი, რომელიც ემსახურება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ საპენსიო მოდელის დამკვიდრებას/ დღეს რაც გვაქვს ეს არ არის პენსია კლსიკური გაგებით, ეს არის ერთგვარი ასაკობრივი საარსებო შემწეობა. ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიიღოს ნამდვილი საპენსიო სისტემა.

ჩემი მოწოდება იქნება, რომ თქვენ პირველ რიგში გაუფრთხილდეთ ამ საპენსიო ფონდს, მოგიწოდებთ რომ მაქსიმალურად შეიტანოთ შენატანები და გეტყვით რატომ: თქვენ რეალურად გაიმწარეთ ახალგაზრდობა, თქვენ ხელისუფლებაში ყოფნა დაასრულეთ სრული ფიასკოთი და კრახით.

რა თქმა უნდა, თქვენ ბევრ სხვასაც გაუმწარეთ ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა, მაგრამ თქვენც არანაკლები სიმწარე მიიღეთ, იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ამთავრებ 30 %-იანი სიღარიბით, მლნ 150 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, როდესაც ამთავრებ იმ სახელით, რომ აწამებდი პატიმრებს ციხეებში და ეს იყო თქვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება, როდესაც თავი გამოიჩინეთ მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ბიზნესის რეკეტით იყავით 9 წლის განმავლობაში დაკავებული და როდესაც თავი გამოიჩინეთ იმით, რომ მტერს ჩააბარეთ ჩვენი ტერიტორიების 20 %, ეს ნიშნავს რა თქმა უნდა, თქვენი ახალგაზრდობის გამწარებას.

შეიტანეთ შენატანები საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი. ჩემო ევრონაცებო, ჩემო სამპროცენტიანებო გისურვებთ ტკბილ პოლიტიკურ პენსიას. “, – განაცხადა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად