ირაკლი კობახიძე: ჩემი მოწოდებაა ყველა დეპუტატის მიმართ, დაიცვან ეთიკის ელემენტარული წესები

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, დაიცვან ეთიკის ელემენტარული წესები.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რაც კომიტეტის სხდომებზე დეპუტატების მხრიდან გახშირებული დაპირისპირებისა და ცხარე დაპირისპირებას ეხებოდა.

“რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არ ადგება პარლამენტის პრესტიჟს, ყველა დეპუტატი უნდა გაუფრთხილდეს პარლამენტის პრესტიჟს. სამწუხაროდ, როცა ეს ასე არ ხდება, ეს არის სამწუხარო მოვლენა. ჩემი მოწოდებაა ყველა დეპუტატის მიმართ, დაიცვან ეთიკის ელემენტარული წესები, ეს მოეთხოვება ყველა ადამიანს, ეს მოეთხოვება პარლამენტის წევრს, რომლის საქმიანობასაც აკვირდება თითოეული მოქალაქე”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს რამდენიმე კომიტეტის სხდომაზე მრავალგზის დაპირისპირება მოხდა დეპუტატებს შორის. დაპირისპირებისას პარლამენტის წევრები არაეთიკური გამონათქვამებით მიმართავდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად