ირაკლი კობახიძე: ჩემი გადაყენების თემა ოპოზიციამ შემოიტანა რაღაცის გადასაფარად

“ეს იყო ოპოზიციის თემა, რომელსაც ხშირად აკეთებენ ხოლმე. შემოიტანეს ეს თემა, რაღაც პრობლემა ჰქონდათ ოპოზიციაში. მერე როგორც ჩანს მოეწონათ და დატოვეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქციაში” მის გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ეს იყო ოპოზიციის თემა, რომელსაც ხშირად აკეთებენ ხოლმე. შემოიტანეს ეს თემა, რაღაც პრობლემა ჰქონდათ ოპოზიციაში. მერე როგორც ჩანს მოეწონათ და დატოვეს. იმაზეც იყო საუბარი, რომ 20 ივნისს უნდა გამართულიყო ყრილობა, რაც წარმოუდგენელია, “ფეიქ ნიუსსაც” უნდა ჰქონდეს დამაჯერებლობის მინიმალური ხარისხი.

მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, ჩემი ფუნქცია არის კოორდინაციის უზრუნველყოფა პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის დროს და ჩემი ფუქცია არის მათ შორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა და არჩევნებისთვის სათანადოდ მომზადება. ეს არის ისეთი ცვლილება, რომელზე მუშაობასაც იწყებენ ერთი წლით ადრე. ამის ცვლილება ტექნიკურადაც კი შეუძლებელია”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...