ირაკლი კობახიძე: ჩანაწერებში თუ რამე არის ავთენტური, ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო ორი პირი და ორივე მათგანი განეკუთვნებოდა გახარიას გუნდს

„რაც შეეხება ჩვენს განცხადებებს ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, თუ რაც არის, ერთია ის, რომ ერთმანეთში არის არეული სიმართლე და ტყუილი, რაღაცები ემთხვევა სინამდვილეს, რაღაცები საერთოდ არ ემთხვევა სინამდვილეს. ერთადერთი, რაც შეიძლება, ითქვას, თუ რაიმე არის ავთენტური ამ ჩანაწერებში, ყველაფერი უკავშირდება ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც ეს სფერო იყო თავიდან ბოლომდე გიორგი გახარიას კონტროლს ქვეშ. მაშინ ის იყო პრემიერ-მინისტრი.” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

“რაც შეეხება ამ სფეროს კონტროლს, ის სფერო იყო ორი პირის ხელში და ორივე მათგანი წარმოადგენდა გახარიას გუნდს. აქედან გამომდინარე, არის მარტივი ლოგიკური ჯაჭვი, თუ რამე არის ავთენტური ამ ჩანაწერებში, ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო ორი კონკრეტული პირი და ორივე მათგანი განეკუთვნებოდა სწორედ გახარიას გუნდს. აქ მარტივად არის ყველაფერი, დანარჩენი საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.

ხელმძღვანელობაზეა ზუსტად საუბარი, საუბარია კონკრეტულ შემთხვევაში სუს-ის უფროსის მოადგილეზე, რომელიც იყო პასუხისმგებელი ამ სფეროზე და რომელიც არის დღეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გუნდის ერთ-ერთი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. ხოჯევანიშვილზეა ამ შემთხვევაში საუბარი. გამორიცხავს, აბა, რას იზამს, ბუნებრივია, ამას გააკეთებს, მაგრამ აქ არის საუბარი, რომ კონკრეტული პირების ხელში იყო კონტროლი ამ სფეროზე. ერთი იყო სუს-ში, მეორე სხვა უწყებაში. ორივე სფერო, ორივე კონტროლის ბერკეტი ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ პირდაპირ დაკავშირებული გახარიასთან და მისი რეკომენდაციით დაინიშნენ. აქედან გამომდნარე, ყველაფერი დღესავით ნათელია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, არ არის საინტერესო.

„აბსოლუტურად უინტერესოა, ჩემთან დაკავშირებით იყო გარკვეული ინფორმაციები, ვიღაცას ჩემთან ნაკურთხი წყალი უნდა მოეტანა, კომიკურია ეს ყველაფერი, მეორე უკავშირდებოდა რარაცა ჯვრის მონასტერთან გარევაჭრობას. მე ამ წყალთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციაც კი არ მაქვს.

რაც შეეხება ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით გარევაჭრობას, იქ უამრავი ადამიანი საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რაღაცა სინამდვილე არის აღებული და იმის საფუძველზე შეკერილია რაღაცა კონკრეტული ქაღალდები, მაგრამ უინტერესოა თავისი შინაარსით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...