ირაკლი კობახიძე: ცესკოს მონაცემები არის აცდენილი ორივე ეგზიტპოლს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში გაიმარჯვებს.

“ცოტა დაგვაკლდა რომ პირველ ტურში გაგვემარჯვა, შესაბამისად დღევანდელი სურათი არის ასეთი, გაიმართება მეორე ტური. დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში გავიმარჯვებთ.

რაც შეეხება დღევანდელ სურათს, ცესკოს მონაცემები არის აცდენილი ორივე ეგზიტპოლს, ამას შეიძლება ჰქონდეს თავისი მიზეზები, ჩვენ რა თქმა უნდა ამას ჩავეძიებით. სურათი მდგომარეობს იმაში, რომ ეგზიტპოლზე პასუხს არ სცემდა ამომრჩეველთა დაახლოებით 44%, ეს უნდა იყოს მიზეზი, რომ გარკვეული აცდენაა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად