ირაკლი კობახიძე ბულგარეთის პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფითმა ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

პატრიარქმა ნეოფიტმა ხაზგასმით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ღვაწლი  და განაცხადა,  რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მართლმადიდებელი სამყაროში გამორჩეული ფიგურაა.

ასევე ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რო ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური ტურიზმის წასახალისებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში საქართველოს წმინდა ადგილებს შეიტანს.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი მასპინძელი ქვეყნის ეკლესიის წინამძღოლთან შეხვედრით დაასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...