ირაკლი კობახიძე: ავღანეთში, ორივე საარჩევნო უბანზე “ოცნება” ლიდერობს-მადლობა მადლობა ქართველ ჯარისკაცებს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით ავღანეთში ქართულმა ჯარმა “ოცნებას” დაუჭირა მხარი.

„დღეს დილიდან არაერთი ყალბი ინფორმაცია გავრცელდა სხვადასხვა კუთხით და ერთ-ერთი ასეთი ყალბი ინფორმაცია ეხებოდა ავღანეთის საარჩევნო უბნების მონაცემებს. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს ძალიან დიდ უპირატესობით მოიგო ოპოზიციამ ავღანეთის უბნებზე არჩევნები, მაშინ, როდესაც არჩევნები რეალურად ჯერ ჩატარებულიც არ იყო. ახლა, დღეს საღამოს დასრულდა არჩევნები ავღანეთის ორივე უბანზე და გვინდა გაგაცნოთ ამ უბნების მონაცემები. პირველი ეს არის აზარი – შარიფის უბანი, სადაც ქართულმა ოცნებამ აიღო 111 ხმა, რაც არის 84,7%. რაც შეეხება მეორე ბაზას, ეს არის ბაგრამი -ქაბულის ბაზა.

აქ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 697 ხმა – 93%. ეს არის ქართული ჯარის, ქართველი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოცხადებული ძალიან მნიშვნელოვანი ნდობა, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანთან ერთად ძალიან ემოციურიც. მადლობას ვუხდი ქართველ ჯარისკაცებს ამ გამოცხადებული ნდობისთვის და ეს გვაძლევს ჩვენ დამატებით მოტივაციას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ქართული ჯარის გაძლიერებაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ!“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მორიგ ბრიფინგზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად