ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მერაბიშვილმა და შაშკინმა ყოფილი ძალოვნების დანაყოფები შექმნეს დესქტრუქციისთვის და სიას ქვეყნებს

ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ყოფილი ძალოვანებისგან რეგიონებში დანაყოფები ჩამოაყალიბეს და დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას გეგმავენ, ირაკლი კობახიძე ამ “დანაყოფების სიასაც” აქვეყნებს

დღეს უკვე ვისაუბრე, რომ კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ მიზნისთვის მათ ივნისის თვიდან, სხვადასხვა რეგიონებში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების (ყოფილ შსს-ს თანამშრომელთა, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა) ჯგუფები. ჯგუფები დაყოფილია შემდეგი პრინციპით: ოცეულები, ათეულები და მათი ხელმძღვანელები ე.წ. “სარდლები”.

რა თქმა უნდა, ამ ჯგუფების უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს, დააფინანსეს, დაგეგმეს და პროვოკაციების მოსამზადებლად უკვე განახორციელეს კონკრეტული ქმედებები.

ახალი და კიდევ უფრო დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, ეს ადამიანები არიან ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე, ტარიელ აბუაშვილი, ვარლამ (ვალერი) ლორთქიფანიძე, შენგელი (ვიტალი) ბექაური, არჩილ ომიაძე, ბესო ნადირაძე.

ასევე ვაქვეყნებ მოპოვებულ ფოტოსურათებს, სადაც მითითებულია ხსენებული ჯგუფების კონკრეტული წევრები. ამ სიის მსგავსად, დაჯგუფებაში ირიცხება სამასზე მეტი წევრი.

დღეს უკვე ვისაუბრე, რომ კრიმინალური ოპოზიცია გეგმავს საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ამ…

Posted by ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze on Friday, October 30, 2020

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად