ირაკლი კობახიძე: არ არსებობს რისკი, რომ უვადოდ იმოქმედოს ამ შეზღუდვებმა

 „ქვეყანას აქვს შთამბეჭდავი შედეგები ეპიდემასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამ წარმატებული ბრძოლის შედეგია ის, რომ ჯამში დღეს გვყავს 700ინფიცირებული და მხოლოდ 224 აქტიური შემთხვევა არის დარჩენილი, დღის განმავლობაში მხოლოდ 5-8 ახალი შემთხვევა ემატება.“.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გამოსვლისას.

მისი თქმით, ეს ექიმების, ეპიდემიოლოგების, ხელისუფლების მიერ მიღებული ეფექტური ზომების, მოქალაქეების და იმ შეზღუდვების დამსახურებაა, როემლიც დაწესებული იყო ბოლო 2 თვის განმავლობაში ხელისუფლების მიერ.

თუმცა მისი თქმით, ეს არ იძლევა მოდუნების საშუალებას და ზომები კვლავაცაა მისაღები იმისათვის, რომ დღემდე არსებული სიტუაცია ხელიდან არ გაექცეს ხელისუფლებას.

“ჩვენ გადავსინჯეთ კონსტიტუციის ის თავი, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას და ესეც იყო საფუძველი იმისა, რომ წარმატებით მიგვეღო ზომები პანდემიის წინააღმდეგ. გახსოვთ, როგორი სპეკულაციები ისმოდა ამ ახალ თავთან დაკავშირებით“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, კანონში 2 ძირითადი ასპექტია გამოსაყოფი, რომელთანაგან ერთ-ერთი ადამიანის უფლებებთან შესაბამისობაა.

რაც შეეხება საპარლამენტო ზედამხედველობას, დეპუტატის თქმით, ნარჩუნდება ყველა ის ბერკეტი, რომელიც აქვს კონსტიტუციით, რეგლამენტით და სხვა სამართლებრივი აქტებით მინიჭებული საქართველოს პარლამენტს.

„ეს კანონი მოქმედებს მხოლოდ ეპიდემიის პირობებში და არ არსებობს არავითარი რისკი იმისა, რომ უვადოდ იმოქმედოს ამ შეზღუდვებმა. პანდემიის დასრულების შემდეგ აქტუალობას დაკარგავს ის ნორმები, რომელსაც დღეს ვიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პრეცედენტები მიმოიხილა. „გერმანული კანონი ინფექციებისგან დაცვის შესახებ კიდევ უფრო შორს მიდის და კანონის დონეზე ადგენს ბევრად უფრო ფართო შეზღუდვებს და მთავრობას აძლევს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობებს“, – განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, არსებობს თეორიული 3 ვარიანტი: პირველი – საგანგებო მდგომარეობის გაგრძლება, მეორე – ვირუსის „მიშვება“ (რომელმაც მისივე განცხადებით, სავალალო შედეგები მოუტანა მეზობელ ქვეყნებს) და მესამე – წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება. „მოდით, მოვუწოდოთ ოპოზიციას, აირჩიოს ერთ-ერთი ამ სამიდან. მეოთხე ვარიანტი არ არსებობს. ხვალამდე იფიქრონ, რომელ ვარიანტს აირჩევენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად