ირაკლი კობახიძე: ამ ომის შედეგებს დღემდე ვიმკით

 „ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად აუცილებლად შევქმნით ერთიან, განვითარებულ და ევროპულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი“.

ასე ეხმაურება საპარამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე.

“ჩვენ არ დავუშვებთ ომის განახლების შესაძლებლობას, მშვიდობას არა აქვს ალტერნატივა, ჩვენ ვირჩევთ რაციონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება აგვისტოს ომი. ამ ომს ასობით უდანაშაულო საქართველოს მოქალაქე შეეწირა. ჩვენ სრულად დავკარგეთ კონტროლო საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონზე – აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე და დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია. ამ ომის შედეგებს დღემდე ვიმკით, გრძელდება ბორდერიზაცია, უკანონო გატაცებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე, გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობაა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ გმირებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, უთანასწორო ბრძოლაში აჩერებდნენ რუსულ სამხედრო მანქანას. ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად აუცილებლად შევქმნით ერთიან, განვითარებულ და ევროპულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი“,-წერს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად