ირაკლი კობახიძე: 2010 წელს, როდესაც სააკაშვილმა პუტინიზაცია გადაწყვიტა, ამის წინააღმდეგ აქტიურად გამოვედი, რის გამოც თსუ-ში თანამდებობაზე უარი მეთქვა

საიდან მოვიდა ირაკლი კობახიძე „ქართულ ოცნებაში“ და რა დამსახურება ჰქონდა მას პარტიის წინაშე? რას აკეთებდა ის მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები და მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იბრძოდნენ? – ეს გახლავთ ყველაზე აქტიური კითხვა, რომელსაც „ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მისამართით ყველაზე ხშირად სწორედ ამ პარტიის მხარდამჭერები სვამენ.

სწორედ ამ კითხვით მივმართეთ ირაკლი კობახიძეს.  ირაკლი კობახიძის ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას „აიპრესთან“ ხვალ შემოგთავაზებთ.

თქვენი მისამართით ხშირად ისმის ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც თქვენს ნაცვლად, რატომღაც სხვები პასუხობენ ხოლმე. მოულოდნელად გამოჩნდით პოლიტიკაში და მუდმივად გქონდათ კარიერული წინსვლა პარტიაში. ეს ამბავი არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრისთვისაც კი. ისინი დაუფარავად, პირდაპირ აცხადებდნენ თქვენზე:  სად იყო ირაკლი კობახიძე მაშინ, როდესაც ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ვიბრძოდითო. თუ შეიძლება, თქვენ მიპასუხეთ კითხვაზე, სად იყავით 2012 წლამდე  და რა დოზით იყავით ჩართული „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაში?

2012 წლამდე ძირითადად ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე აკადემიურ სექტორში.  რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორც მოგეხსენებათ, იქ მუშაობა შეუთავსებელია, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასთან. აქედან გამომდინარე, მე აქტიურ პოლიტიკური საქმიანობის საშუალებაც არ მქონდა გამომდინარე ჩემი სამსახურეობრივი საქმიანობიდან.

თუმცა, მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანია, რომელსაც შეუძლია გაიხსენოს,  2010 წელს, როცა ხორციელდებოდა ძალიან მძიმე სახელმწიფო რეფორმა, რომლის მიზანი იყო სააკაშვილის პუტინიზაცია  ანუ, მის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება უკვე პრემიერის რანგში, ამის წინააღმდეგ მე ძალიან აქტიურად გამოვედი და ამის გამო  უარი მეთქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის შენარჩუნებაზე. ანუ, მაშინაც, მთელი ჩემი ოჯახი იყო ჩართული ოპოზიციურ მოძრაობაში. მე პირდაპირი, აქტიური ჩართვის საშუალება არ მქონდა, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, თუმცა სადაც  პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო პოზიციის დაფიქსირება ჩემი ვიწრო სპეციალობიდან გამომდინარე, მაშინ აუცილებლად მივიჩნიე, რომ ამ  ძალიან მძიმე ცვლილებებზე ჩემი მკაფი პოზიცია დამეფიქსირებინა, რაც თანამდებობად დამიჯდა. თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში არ მოვრიდებულვარ პრინციპულ ვითარებაში, ჩემი პოზიციის დაფიქსირებას. ვიცით, რა რეაქცია იყო მაშინ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან.

 

სტატიის ავტორი თამარ ლეფსვერიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...