ირაკლი კობახიძე 20 ივნისზე: პასუხისმგებლობა იყოფა სამ ნაწილად – ჩემზე, მელიაზე და გახარიაზე

“ნიკანორ მელია და მისი პარტია არის მთავარი თვალთხარია იმ ღამის” – ამის შესახებ გადაცემაში “რეაქცია” პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“20 ივნისზე პასუხისმგებლობა იყოფა სამ ნაწილად. ერთი იყო პასუხისმგებლობა, რომელიც ეხებოდა პარლამენტში მომხდარს და შეცდომას, რაზეც მე ავიღე პასუხისმგებლობა, ეს ერთი. მეორე პასუხისმგებლობა არის შტურმის ორგანიზატორებზე და მონაწილეებზე, რაც იყო უმძიმესი კრიმინალი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რა თქმა უნდა ნიკანორ მელიას. ის და მისი პარტია არის მთავარი თვალთხარია იმ ღამის და მესამე პასუხისმგებლობა ეკისრება რა თქმა უნდა გახარიას, რომელმაც ორი უხეში ხარვეზით განაპირობა ის გაგრძელება, რაც განაპირობა” -განაცხადა ირაკლი კობახიძე.

კომენტარები
იტვირთება...