ირაკლი კიკნაველიძე: როცა 2 პოლიციელი უშვებს, რომ “კანონიერი ქურდების” დახმარება შეუძლიათ, მომაკვიდენებელია

როცა 2 პოლიციელი უშვებს, რომ “კანონიერი ქურდების” დახმარება შეუძლიათ, მომაკვიდენბელია, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” განაცხადა.

მისი თქმით ატმოსფეროა შესაცვლელი და ახალი სისხლის სამართლის პოლიტიკაა შესამუშავებელი, მას შემდეგ რაც კრიმინალურ სამყაროსთან კონტრაქტი გაწყდება და ივანიშვილის ხელისუფლებას სახლში გაუშვებენ.

“ხელისუფლება როგორ და რა ფორმით იყენებს კრიმინალურ სამყაროს, ამაზე კამათი არაფრის მომცემია. ეჭვი მაქვს, რომ 2020-ის არჩევნების წინაც იგივეს და უარესს ვნახავთ. მთავარია, ადამიანებს ავუხსნათ, რას გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში აღარ იქნება. როგორ მოვაწესრიგებთ ამ არეულობას რაც არის. ერთი მხრივ სახელმწიფო უწყებებში, მეორე მხრივ საზოგადოებაში და როგორ მოვაწყობთ, რა ატმოსფერო იქნება.

ქალბატონმა სოფო ხორგუანმა იკითხა, რომ თქვენ გგონიათ, ზემოდან იყო დავალებაო? არა, რა თქმა უნდა მე არ მგონია, რომ პოლიციელებს ვინმემ დაავალა, რომ მიდით ახლა და “კანონიერ ქურდებს” დაეხმარეთო. მაგრამ, როცა ასეთი ატმოსფეროა და ორი პოლიციელი უშვებს ამას, რომ ასეთი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, ეს არის მომაკვდინებელი. ეს ატმოსფეროა შესაცვლელი და აქედან უნდა გამოვიდეთ. როცა გაწყდება კონტრაქტი კრიმინალურ სამყაროსთან, უნდა შევიმუშავოთ სისხლის სამართლის ისეთი პოლიტიკა, რომელიც მორგებული იქნება ჩვენი საზოგადოების აუცილებლობაზე. ისეთი სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც მორგებული იქნენა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ხოლო მეორე მხრივ უნდა შევქმნათ ძლიერი სასამართლო, სადაც იქნება ძლიერი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი”, –  ირაკლი კიკნაველიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად