ირაკლი კიკნაველიძე: პროტესტი განახლდება, როდესაც დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება საქართველოში

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის დაწყებასთან ერთად ოპოზიცია აქციებს განაახლებს. როგორც “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე “რუსთავი 2”-თან აცხადებს, ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა მოლაპარაკებებთან ერთად გაგრძელდება.

“ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი განახლდება, როდესაც დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება საქართველოში და ხელისუფლებას მოუწევს იმ ძალიან დიდი დისკომფორტის ატანა, მაგრამ კანონიერი დისკომფორტის ატანა, რომელსაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაშ მათ ვუქმნიდით, ეს აუცილებლად გაგრძელდება იმ მოლაპარაკებებთან ერთად, რომელსაც უძღვებიან ჩვენი საერთაშორისო მეგობრები. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მოლაპარაკებები, პროტესტი დ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა, ეს ყველაფერი ერთად გამოიწვევს იმ სასურველ შედეგს, რომ ბიძინა ივანიშვილს უკან დახევა მოუწევს,”-განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

კომენტარები
იტვირთება...