ირაკლი ხუნდაძე: 21-ე საუკუნეა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია ხელების ხშირი დაბანისა და დისტანცირებისა, სხვა საშუალება არაა

ამის შესახებ ექიმმა ოტოლარიონგოლოგმა ირაკლი ხუნდაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ძირითად საკითხებად რჩება ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენი ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები. ეს არის მაქსიმალური პირადი ჰიგიენა, დისტანცირების მაქსიმალური დაცვა, რაც ჩვენ გვითხრეს და რაც გულისხმობს ე. წ. სოციალურ დისტანცირებას და ისევ და ისევ ის, რასაც ხშირად გვეუბნებიან ჩვენი კოლეგები, რომ მაქსიმალურად მოვერდიოთ კონტაქტს, დავრჩეთ სახლში. გავიჭირვოთ რაღაც პერიოდი.

ფაქტი ჯიუტია და სხვა საშუალება მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა, ისევ და ისევ რჩება ის, რომ ხელები უნდა ვიბანოთ ხშირად. გავიკეთოთ ნიღაბი და ასეთი პირობებით ვებრძოლოთ ახალი ტიპის ვირუსს. როგორც თვითონ ვირუსოლოგები აღნიშნავენ ხაზგასმით, დაახლოებით 1-1.5 წელი ვაქცინა არ იქნება, – ამბობს ექიმი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად