ირაკლი ხმალაძე: ხუდონთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დასრულებული არ არის

“ხუდონთან დაკავშირებული შეუთახმებლობა ამ ეტაპისთვის გადაჭრილია”, – ამის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა, განაცხადა. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, სახელმწიფო ინვესტორ-კომპანია ტრანსელექტრიკას ნდობას უცხადებს. რა მოგვარდა ამ პერიოდში და ზოგადად, როგორია ქვეყნის ენერგო-პოლიტიკა – განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამ სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სტაბილურად იკლებს.

– მთავრობა ნდობას უცხადებს ინვესტორ კომპანიას, რა შეიცვალა ამ პერიოდში?

რაც შეეხება ხუდონთან დაკავშირებულ დეველოპერ კომპანიას, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზეც კი, მთავრობასა და ტრანსელექტრიკას შორის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების საგანი არის რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება პროექტის ირგვლივ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დასრულებული არ არის. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს პროექტი განხორციელდება ამ კომპანიის მიერ.

– რეალურად ჯერ კიდევ არ შეგვიძლია ვთქვათ, როდის შეიძლება დაიწყოს მშნებლობის პროცესი ?

ამის თქმა შეგვიძლია დაახლოებით, მაგრამ, ვიდრე მშენებლობის დაწყებაზე გადავიდოდეთ, რაც შეეხება, კომპანიის მიმართ ნდობის გამოცხადებასა და არჩევანის შეჩერებას უშუალოდ ამ კომპანიაზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ დღეს მთავრობა არ არის არჩევანის წინაშე, ხელშეკრულება ტრანსელექტრიკასთან გაფორმებულია რამდენიმე წლის წინ და პრაქტიკულად, იმ სამართლებრივ სივრცეში, რა  სივრცეშიც დღესაა ეს პროექტი და ის პოზიციები, რა პოზიციებზეც იმყოფება მთავრობა და კოომპანია, არ გვაძლევს ჩვენ იმის არჩევანს, რომ  ჩამოვართათ კომპანიას პროექტი.

– საუბარი იმაზე, რომ სახელწიფომ შეიძლება ააშენოს, რამდენად რელევანტურია ?

ესეც აქტუალური საკითხია და განიხილება. ესეც ერთ-ერთი ვერსიაა. აქ არის ლაპარაკი სახელწიფოს წილობრივ  მონაწილეობაზე და ისევ და ისევ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მოლაპარაკების საგანი სახელწიფოსა და კომპანიას შორის და არავინ არ აპირებს ორმხრივად გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევას, ან კანონის დარღვევით რაიმე წილის ჩამორთმევას.

– სცოლიალური ფონიც საინტერესოა, ჩვენ ვიცთ, რომ  ოჯახების ნაწილმა ხატზე დაიფიცა. ამ კუთხით თუ არის რაიმე ძვრები და ფიქრობს თუ არა ხელისუფლება, რომ შეიძლება კერძო ქონების ექპროპრიაციის მუხლის ამოქმედება დასჭირდეს რაღაც ეტაპზე ?

ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციის შეხაებ ცნობილია. მოსახლეობაში არაერთხელ გაჟღერებულა ეს, მედია საშუალებებში. შეიძლება ითქვას, რომ არსებითი ძვრები ჯერ არ მომხდარა, რამდენადაც პროექტი აქტიურ ფაზაში ჯერ კიდევ არ გადასულა. რაც შეეხება ექსპროპრიაციას, ჩვენი პასუხი იქნება ის, რომ რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ეს პროექტი არის სახელწიფო მნიშვნელობის და ამ პროექტის განხორციელება ემსახურება სახელმწიფო და საზოგადოების კეთილდღეობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაიმე არსებითი წინააღმდეგობა გვქონდეს იმ ფაზაზე, როდესაც უკვე პროქტის განხორციელება დაიწყება.

– 1 მაისამდე გრძელედბა სუბსიდრება. განიხილავს თუ არა მთავრობა იმას, რომ სუბსიდირება შეიძლება გაგრძელდეს და გაძვირდება თუ არა გაზი ?

არ მიმდინარეობს ჯერ არანაირი სუბსიდირება. დღესდღეობით ვალუტის გაცვლითი კურსით გამოწვეული ეფექტის დაბალანსება ხდება კომპანიების რესურსებით. როგორც მოგესხენებათ, არ მომხდარა ტარიფების გაძვირება ჯერ კიდევ. მითუმეტეს, არც განიხილებოდა მოსახლეობის ნაწილზე  და არც ველოდებით ტარიფების ცვლილებებს.

ბიზნესკონტაქტი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად