ირაკლი ხელაძემ და ზაზა გაბუნიამ ექვსშვილიან ოჯახს შობა-ახალი წელი მიულოცეს

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა გაბუნია თემქაზე მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ. ირაკლი ხელაძემ და ზაზა გაბუნიამ ოჯახის წევრებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, გიორგი ხეთაგურსა და მზია დოლიაშვილს მეექვსე შვილი სულ ცოტა ხნის წინ შეეძინათ.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის ინიციატივით, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს 1000 ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარება გამოეყოფა.

ნაძალადევის რაიონის გამგეობა ხეთაგურების ოჯახს ყოველთვიურად ქირის კომპენსაციასაც უხდის.

გამგეობა შემდგომშიც განაგრძობს მრავალშვილიანი ოჯახის დახმარებას. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად