ირაკლი კაკაბაძე: სააკაშვილი, გვარამია და მათი ბანდა, თავისი ტყუილებით, დღეს პირდაპირ ტერორისტულ საქმიანობას ეწევა

” ნაციონალური მოძრაობა – მიშა სააკაშვილი, ნიკა გვარამია და მათი ბანდა კონკრეტულად – არის პირდაპირი მნიშვნელობით ამ ქვეყნის მოძულე ხალხი”-ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი ირაკლი კაკაბაძე წერს.

” გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემას ვუყურე და ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა. აქამდეც მითქვამს ეს – მაგრამ მაინც იმდეი მქონდა რომ ვცდებოდი.

ეს არ ეხება მთლიანად ოპოზიციას – რა თქმა უნდა – სადაც ბევრი პატივსაცემი ადამიანია. მაგრამ, ნაციონალური მოძრაობა – მიშა სააკაშვილი, ნიკა გვარამია და მათი ბანდა კონკრეტულად – არის პირდაპირი მნიშვნელობით ამ ქვეყნის მოძულე ხალხი, რომელიც ყველანაირად პანიკას თესს და რომელსაც აერულობის და საყოველთაო წაოსის მეტი არაფერი უნდა.

გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ამ ხალხს მასიური პანიკის და ქაოსის დათესვა უნდა ამ კრიტიკულ სიტუაციაში და თავისი ტყუილებით დღეს პირდაპირ ტერორისტულ საქმიანობას ეწევა. და თან მათს არასამთავრობო და ტელე-საქმიანობას ტერორისტების ფული აფინანსებს. და ასეთ მძიმე სიტუაციაში ხელისუფლების არ მესმის – როგორ შეიძლება ასეთი ქვეყნის მტრები ასეთი დაუსჯელი ბოგინი ახლა, როდესაც ქვეყანა უბედურების ზღურბლზე დგას და ომშია ჩაბმული? როდემდე უნდა გაგრძელდეს კოჰაბიტაცია მკვლელებთან და დამნაშავეებთან? მაშინ, როდესაც ექიმებსაც გამოუცხადეს უკვე ომი აშკარად სააკაშვილმა და გვარამიამ – ეხლაც უნდა გვასმენინოთ მათი პროპაგანდა?! ეს ხომ პირდაპირი მნიშვნელობით გვკლავს?!..”-წერს კაკაბაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად